1923 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ, რომლის თავმჯდომარე იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე იყო, ილია ჭავჭავაძის სახლის დასაზღვევად 13 530 000 მანეთი გამოყო, დიდუბის პანთეონის შესაკეთებლად და დარაჯის ხელფასისთვის – 548 000 000, ილია ჭავჭავაძის ძეგლის მომვლელისთვის – 23 100 000, ბიბლიოთეკების, სკოლებისა და კერძო პირების დასახმარებლად კი – 2 382 845 944. 60 მანეთი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1923 წლის მუშაობის ანგარიში და წლიური ბალანსი | 1923-1924
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი