საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3367

ფაქტი 3367

1920 წლის 7 ოქტომბერს ახალციხის მაზრის სოფელ ქვაბისხევის კომისარი ერასტი მაისურაძე ესწრებოდა ამავე სოფლის მცხოვრებთა კრებას, რომელიც გაიმართა ეკლესიის ეზოში. კრებას ესწრებოდა სოფლის დაახლოებით 30 მცხოვრები. განიხილეს სკოლებში საღვთო სჯულის აღდგენის საკითხი. მათი აზრით, აღნიშნული საგნის ამოღება ვნებდა ბავშვების ზნეობრივ განვითარებას. ერთხმად დაადგინეს, რომ თავიანთ მოთხოვნას წარუდგენენ დამფუძნებელ კრებას და გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ რედაქციას. ისინი მოითხოვდნენ საგნის დაუყოვნებლივ შემოღებას განახლებული პროგრამით.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3367; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .