1924 წლის 3 ოქტომბერს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ჭიათურის საბჭოთა წიგნის მაღაზიის გამგის, გედევან ღამბაშიძის თხოვნა „Русское слово“-ს I ნაწილის, „აკიდოსა“ და ბოტანიკის სახელმძღვანელოს ნისიად დათმობის შესახებ. ღამბაშიძეს თავდებად უდგებოდა ადგილობრივი შრომის სკოლის დირექტორი იპოლიტე ვართაგავა. გამგეობამ დაადგინა, ღამბაშიძისთვის 180 მანეთის წიგნები მიეცა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომების ოქმები | 1924-1924
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი