1919 წლის 5 ივნისს ხოტევის სასწავლებლის გამგე-მასწავლებელმა ათანასე გაგოშიძემ განათლების მინისტრ გიორგი ლასხიშვილს გაუგზავნა სია მისდამი რწმუნებული სკოლის იმ მოსწავლეებისა, რომლებიც მომდევნო კლასში გადავიდნენ და მათი, ვინც სკოლა დაამთავრა. წლის დასაწყისში პირველ განყოფილებაში ირიცხებოდა 43 მოსწავლე, მეორეში – 35, მესამეში – 28, მეოთხეში კი – 16. მოსწავლეებმა სკოლას თავი დაანებეს „ისპანკისა“ და ტიფით ავადმყოფობის, ასევე ცხოვრების გაძვირების გამო.

წყარო: მიმოწერა რაჭა-ლეჩხუმში საკვირაო სკოლების გახსნის შესახებ. ახლადგახსნილი სკოლების მოსწავლეთა სია | 1919-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი