საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 34329

ფაქტი 34329

მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე სოფელ თონეთის სკოლის წლიურ ანგარიშში იუწყება, რომ სწავლა დაიწყო 1896 წლის 20 სექტემბერს, მაგრამ 20 ოქტომბრამდე დადიოდა მხოლოდ 10-15 ბავშვი. იმ სასწავლო წელს ახალმიღებული ჰყავდათ 25 მოსწავლე, რომლებიც შემოდიოდნენ 20 ოქტომბრიდან დეკემბრის ბოლომდე. 17 მოსწავლეს უარი ეთქვა სკოლაში მიღებაზე, რადგან სურვილი განაცხადეს დაგვიანებით, იანვარში, გარდა ამისა, სკოლას გადაწყვეტილი ჰქონდა, 50 ბავშვზე მეტი არ მიეღო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 34329; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .