საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3439

ფაქტი 3439

1919 წლის 18 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბათუმის განყოფილების შუამდგომლობა ქართული სკოლის შესანახად ყოველთვიურად 1600 მანეთის გადანახვის შესახებ. ერთი მასწავლებლის ჯამაგირად 600 მანეთი გაითვალისწინეს, დარაჯის ჯამაგირი – 320 მანეთი, გათბობის ხარჯი – 500 მანეთი, ნავთის განათება – 60 მანეთი, ელექტრონის განათება – 50 მანეთი, ორმოს გასაწმენდი – 30 მანეთი, ნაგვის გასატანი – 10 მანეთი, ცოცხი, ტილო, ქაღალდი და კალამი – 20 მანეთი. გამგეობის განჩინებით ბათუმის განყოფილების გამგეობას სკოლის შესანახად 3000 მანეთი გამოეყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3439; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .