საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3442

ფაქტი 3442

1919 წლის 18 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს რაბათის საქველმოქმედო საზოგადოების ქართული სკოლის გამგეობის თავმჯდომარის დეპეშა განათლების მინისტრისა და გამგეობის მიმართ, რომელშიც ითხოვდა ახალციხის ერთადერთი ქართული სკოლის შენახვას. გამგეობის განჩინებით, უნდა შეგროვილიყო ცნობები განათლების სამინისტროში შუამდგომლობასთან დაკავშირებით და წიგნების საკითხი გადაედო, ვიდრე მიიღებდა საჭირო წიგნების ნუსხას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3442; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .