1918 წლის 21 ნოემბერს ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მიქაბერიძემ პედაგოგიური მუზეუმის დირექტორის ნაცვლად ხელი მოაწერა წერილს, რომელიც გაეგზავნა კავკასიის მასწავლებელთა კავშირის თბილისის განყოფილების გამგეობას. წერილში აღნიშნული იყო, რომ მუზეუმის იურიდიული მდგომარეობა გარკვეული იყო და ეკუთვნის საქართველოს სახელმწიფოს.

წყარო: პედაგოგიური მუზეუმის დაფუძნების შესახებ | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი