1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ბიჭია დავითის ძე ასათიანს ქუთაისის თავად–აზნაურთა საადგილმამულო ბანკში 43,5 წლით დაგირავებული ჰქონდა ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სოფელ ქვიტირში მდებარე 3 დესეტინა და 1455 კვადრატული საჟენი სახნავ–სათესი და ტყე, რომლებსაც ყიდდა ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო.

წყარო: ივერია, 1886 | 17 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა