საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35085

ფაქტი 35085

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ მინა მანუკის ძე ვართანოვის მიერ გირაოდ ჩადებული მამული, კერძოდ, ერთსართულიანი ქვითკირის სახლი მიშენებითა და მიწით, რომელიც მდებარეობდა ავლაბარში, გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად ქონების მეპატრონემ დროულად არ გადაიხადა დაკისრებული თანხა.

წელი:
1877
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
მფლობელობა
წყარო:
ივერია, 1877 | 13 ოქტომბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35085; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .