საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35091

ფაქტი 35091

1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ იოსებ ივანეს ძე ბარათაშვილის, გიორგი ივანეს ძე ბარათაშვილის, დავით ივანეს ძე ბარათაშვილის, მარიამ ივანეს ასული ბარათაშვილისა და ბარბარე ივანეს ასული ბარათაშვილის მიერ გირაოდ ჩადებული მამული, კერძოდ, სახნავი და საძოვარი მიწები, რომლებიც მდებარეობდა სოფელ კამარლოში გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად ქონების მეპატრონემ დროულად არ გადაიხადა დაკისრებული თანხა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35091; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .