საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35147

ფაქტი 35147

1831 წლის 21 მარტს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა წერილი, რომლის ადრესატი იყო გაზეთის რედაქტორ-გამომცემელი პავლე სტეფენეს ძე სანკოვსკი. წერილი ეძღვნებოდა ახალციხის მხარის საეკლესიო ცხოვრებას. როგორც ირკვევა, 1829 წლის 3 აგვისტოს ახალციხის მხარის მმართველ პოლკოვნიკ თედორე კარლის ძე დრეშერნის განკარგულებით აკურთხეს ახალციხის ახალაშენებული ქალაქის მიდამოები. კურთხევის რიტუალი ჩატარებულა ქალაქის მთავარ მოედანზე, სადაც სამი ქუჩა გამოდიოდა. ამ ქუჩებზე განაწილებულან ბერძენ-ქართველი, სომეხი და კათოლიკე მღვდლები, ხოლო ებრაელები – ამათგან განცალკევებით.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35147; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .