საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35150

ფაქტი 35150

1831 წლის 21 მარტს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა წერილი გაზეთის რედაქტორ-გამომცემელ სანკოვსკისადმი. წერილი ეძღვნებოდა ახალციხის მხარის საეკლესიო ცხოვრებას. როგორც ირკვევა, 1831 წლის 7 მაისს, ახალციხის დროებითი მთავრობის წევრ, ოცდამერვე ეგერთა პოლკის შტაბს-კაპიტან ანდრეი დიმიტრის ძე უსოვს მიუღია შეტყობინება ვაჭარ ივანე ჩეტვერიკოვისაგან. ვაჭარი ამცნობდა, რომ მცირეოდენ ხანში შეგროვებული შემოწირულობებით, მას მოსკოვის ერთ-ერთ საუკეთესო ხატმწერთან შეუკვეთავს ხატები, ასევე შეუკვეთავს საეკლესიო ჭურჭელი, სახარება და სამოსელი სამღვდელოებისათვის.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35150; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .