საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35152

ფაქტი 35152

1831 წლის 21 მარტს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნდა წერილი, რომლის ადრესატი იყო გაზეთის რედაქტორ-გამომცემელი პავლე სტეფანე ძე სანკოვსკი. წერილი ეძღვნებოდა ახალციხის მხარის საეკლესიო ცხოვრებას. როგორც ირკვევა, 1829 წლის 3 აგვისტოს იმ მხარის მმართველ პოლკოვნიკ დრეშერნის განკარგულებით ჩატარებულა ახალციხის ახალაშენებული ქალაქის მიდამოების კურთხევის ცერემონია. მთავარი მოედნისაკენ დაძრულან ოთხი სხვადასხვა სარწმუნოების მიმდევრები: ქართველები და ბერძნები, კათოლიკეები, სომხები და ებრაელები. კათოლიკეებს ხატებითა და ჯვრებით სამღვდელოება მოუძღოდა, არზრუმიდან გადმოსახლებულ სომხებს მთავარეპისკოპოსი კარაპეტი ექვს არქიმანდრიტთან ერთად. საკმაოდ უბადრუკ სანახაობას წარმოადგენდა ბერძენთა და ქართველთა პროცესია. მათ მხოლოდ ხის ჯვარი და საკურთხი წყლის თასი ჰქონიათ. პროცესია მორჩილად მიყვებოდა დეკანოზ იოსებ ორბელიანოვს, რომელსაც დაძონძილი, ალაგ-ალაგ ამომწვარი ანაფორა ეცვა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35152; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .