საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3520

ფაქტი 3520

1919 წლის 19 დეკემბერს ქალ-ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი გ. კვიტაშვილი სწერს საშუალო სკოლების მთავარგამგეს, რომ მასწავლებელმა ეკატერინე ჯაფარიძემ გიმნაზიას თავი დაანება და სოხუმში წავიდა. მის ადგილზე მოიწვიეს გიორგი მასხარაშვილი, რომელიც ერობაში მსახურობს. ერობამ ის ერთი თვით ათხოვა მათ, იანვრიდან კი კვლავ უმასწავლებლოდ რჩებიან, თუ სამინისტრო მათემატიკის მასწავლებელს არ დაუნიშნავს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3520; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .