საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35262

ფაქტი 35262

1896-1897 სასწავლო წლის ანგარიშში 20 მაისს მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვს, რაიმე ძალა მისცენ, რომ მშობლებს არ ჰქონდეთ უფლება სკოლიდან ვადაზე ადრე გაიყვანონ მოსწავლე. ის თავის მხრივ, მშობლებს ეუბნებოდა, რომ მათ ეკისრებათ 5 მან. სოფლის სასარგებლოდ, მაგრამ შემდეგში ეს ხერხი არ გამოდგებოდა, რადგან მიხვდებოდნენ, რომ ცარიელი სიტყვები იყო. მისი სიტყვებით, მასწავლებელი ზნეობრივი ტანჯულია აპრილსა და მაისში, როდესაც 50 მოსწავლიდან კლასში შემოდის 20, ბევრჯერ კი – 15.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35262; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .