საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3535

ფაქტი 3535

1920 წლის 17 იანვარს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სენაკის განყოფილების შეკითხვა განყოფილების გამგებლობაში არსებული 29 ბიბლიოთეკა-სამკითხველოს ადგილობრივი ერობისთვის გადაცემის შესახებ. მთავარი გამგეობა დაეთანხმა ბიბლიოთეკების ადგილობრივი ერობისთვის გადაცემის საკითხს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3535; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .