საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35406

ფაქტი 35406

1877 წლის 9 იანვარს თელავის სამღვდელოების მესამე ყრილობაზე დაადგინეს: 1) ადგილობრივი ოლქის სამღვდელოებისგან ხელახლა ამოერჩიათ სასწავლებლის გამგეობის ახალი წევრები; 2) გაენახლებინათ სასწავლებლის ბიბლიოთეკისთვის 10 შაურიანი შეწირულობა 3 წლის ვადით; 3) სასწავლებლის გამგეობისთვის სახლების გასამართად გადაეცათ 1600 მანეთი; 4) მასწავლებელ დ. ბერძენოვისთვის ჯამაგირი გაეზარდათ 100 მანეთით; 5) მღვდელ ი. ლაშხაუროვისთვის უარი გამოეცხადებინათ სასწავლებლის სასარგებლოდ ხარჯიდან განთავისუფლებაზე.

წელი:
1877
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ივერია, 1877 | 1 სექტემბერი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35406; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .