საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35438

ფაქტი 35438

1919 წლის 9 ნოემბერს სოფელ მეჯვრისხევში ბოლშევიკურ გამოსვლებში მონაწილე პირების საქმეების შესახებ დაკითხულმა მოწმემ, სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრებმა ვასილ გიორგის ძე ბათიაშვილმა აღიარა, რომ 9 ნოემბერს მასთან მისულმა გეურქა შახნაზაროვმა მოსთხოვა ნაგანი გამოეტანა, რაზეც უპასუხა, რომ არ ჰქონდა. ზიზო (პავლე) ეჯოშვილმაც თქვა, რომ თუკი ნამდვილად არ ჰქონდა ვერც გამოიტანდა. ამის შემდეგ დაინახა ხალხის ბრბო, რომელიც ფრონტისკენ მიიწევდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35438; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .