საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35441

ფაქტი 35441

1919 წლის 9 ნოემბერს სოფელ მეჯვრისხევში ბოლშევიკურ გამოსვლებში მონაწილე პირების საქმეების შესახებ დაკითხულმა მოწმემ, სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრებმა ვასილ გიორგის ძე ბათიაშვილმა აღიარა, რომ 9 ნოემბერს დილის 9-10 საათზე მასთან სახლში მივიდა ხალხი ცალთვალა გეურქა შახნაზაროვის მეთაურობით, მას თან ახლდა კარაპეტ მეჩიტოვი, ზიზო (პავლე) ეჯოშვილი და სხვ. თოფასხმულები, რომლებიც ვერ იცნო. მათ ბათიაშვილს სთხოვეს თოფი და რევოლვერი, რაზეც უარი უთხრა, რადგან არ ჰქონდა, თუმცა ისინი დაჟინებით მოითხოვდნენ იარაღი გამოეტანა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35441; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .