საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35443

ფაქტი 35443

1919 წლის 9 ნოემბერს სოფელ მეჯვრისხევში ბოლშევიკურ გამოსვლებში მონაწილე პირების საქმეების შესახებ დაკითხულმა მოწმემ შაქრო ივანეს ძე თომაშვილმა აღიარა, რომ 9 ნოემბერს სახლში იმყოფებოდა, როდესაც მასთან მივიდა შაქრო გუნდიაშვილი, შაქრო ალხაზიშვილი და სხვ. იარაღის ჩამოსართმევად, წაიღეს მისი ძმის „ვინტოვკა“, საკუთარი კი დამალული ჰქონდა. თომაშვილმა მათ თავი აარიდა და წავიდა მეჯვისრხევში, გზაში ხვდებოდა პატარ-პატარა პარტიები, რომლებიც ხალხისთვის იარაღის ჩამოსართმევად მიდიოდნენ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35443; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .