საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35497

ფაქტი 35497

1830 წლის 29 ნოემბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა სტატია, რომელიც მიეძღვნა მთავარეპისკოპოს დოსითეოზის ცხოვრებასა და მოღვაწეობას. სტატიის მიხედვით, 1814 წლის 30 აგვისტოს გამოსულა ბრძანებულება თბილისში სინოდალური კანტორის ფონდის გახსნის შესახებ. ორგანიზაციას საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის ფონდი დაერქვა. ფონდი რუსეთში არსებული წესის მიხედვით უნდა გაძღოლოდა სასულიერო საქმიანობას საქართველოში. მისი გახსნა არქიმანდრიტ დოსითეოზს შეუთავაზებია ხელისუფლებისთვის.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35497; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .