საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35524

ფაქტი 35524

1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა გაგრძელება ისტორიული ნარკვევისა, რომელიც ეხებოდა რუსთა 1804 წლის ლაშქრობას ერევანზე. ნარკვევის მიხედვით, 1804 წელს კარაკლისისკენ მიმავალი მაიორი მონტრეზორის რაზმი სპარსთა ალყაში მოექცა. რაზმს მოუხერხებია ალყის გარღვევა და ტყით გაუგრძელებია გზა. კარაკლისიდან 10 ვერსის მანძილზე მონტრეზორის რაზმს ალექსანდრე ბატონიშვილი დასხმია თავს. რაზმს ვერ მიშველებია მაიორი ხაჯაევის კარაკლისში განლაგებული ბატალიონი და მონტრეზორი თავის მებრძოლებთან ერთად ბრძოლის ველზე დაეცა. სტატიიდან ირკვევა, რომ იოსებ მონტრეზორისთვის მისი უკანასკნელი ბრძოლის ადგილზე დაუდგამთ ძეგლი, რომელიც 1827 წლის 8 ოქტომბერს, ერევნის აღებიდან შვიდ დღეში, დანგრეულა მიწისძვრისაგან.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35524; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .