საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35640

ფაქტი 35640

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ მოსე გიორგის ძე ჯანაშვილის მიერ შედგენილი წიგნი „საქართველოს საეკლესიო ისტორია“ იყიდებოდა თბილისში ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვისა და გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიებში, ქუთაისში – ჭილაძის მაღაზიაში, თელავში – ვ. როსტომაშვილთან, სიღნაღში – ვ. ქიტიაშვილთან, სურამში – ა. ქარსიძესთან, ფოთში – ხუმარიძესთან (ხუმარაძესთან) და ყვირილაში – ღამბაშიძესთან. წიგნი 45 კაპიკი ღირდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35640; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .