საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35796

ფაქტი 35796

1881 წლის ივნისში მასწავლებელმა ნიკიფორე გრიგოლის ძე ბოჭორიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან ბაღდათის სკოლის ღარიბ მოსწავლეთათვის მიიღო და აღრიცხა შემდეგი წიგნები: „დედა ენა“ – 22 ეგზემპლარი, „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ – 2, „გლოვა ირაკლი მეორისა“ – 2, კრილოვის „იგავ-არაკნი“ – 2, რ. ერისთავის „იგავ-არაკნი“ – 1, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდება – 2.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35796; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .