საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36032

ფაქტი 36032

1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება და შედგა ამ კრების ოქმი. ოქმის თანახმად დაბა ზუგდიდში ქართული სკოლის არსებობა შეუძლებელი იყო, თუ მას არ ექნებოდა საკუთარი ბინა და ადგილი. ბინის ქირაობა სავარაუდოდ 600 მან. დაჯდებოდა. სკოლის განსათავსებლად შენობის პოვნაც საკმაოდ ჭირდა. აუცილებელი იყო საკუთარი ადგილისა და შენობის შეძენა. მსჯელობის შედეგად კრებამ დაადგინა, ეთხოვა თავადი მინგრელსკის მამულების მმართველ ვ. კ. ალშიბაიასთვის თავადთან შუამდგომლობა სკოლისათვის ადგილის შემოწირვის თაობაზე. კრების ოქმს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36032; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .