საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36036

ფაქტი 36036

1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდის საკრებულო დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრება და შედგა ამ კრების ოქმი. ოქმის თანახმად კრებაზე განხილულ იქნა განყოფილების გასული 1914 წლის შემოსავლის ანგარიში. დამსწრეთა განსაკუთრებული ყურადღება მიუქცევია დაბა ზუგდიდში ქართული სკოლის სასარგებლოდ გამართული სეირნობიდან შემოსულ თანხას (709 მან. 50 კაპ.). ამ საქმეში დიდი ღვაწლი მიუძღოდა ჩერნოვას. კრებამ ერთხმად გადაწყვიტა სამადლობელო დეპეშა გაეგზავნა მისთვის. ოქმის დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და მდივანი ივანე ოსიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36036; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .