საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36104

ფაქტი 36104

1867 წლის 19 მარტს პარიზში დაგეგმილი იყო ხელოვნების ნიმუშების, სოფლის მეურნეობისა და საფეიქრო მრეწველობის ნივთების გამოფენა, რომელშიც კავკასიის რეგიონიც მიიღებდა მონაწილეობას. თბილისში დაარსდა სპეციალური კომიტეტი, რომელიც კავკასიის რეგიონიდან გასატან ნივთებს აგროვებდა. კომიტეტს ჰყავდა კორესპოდენტები, რომლებსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონზე ჰქონდათ პასუხისმგებლობა აღებული და კომიტეტის ხარჯით თბილისში გზავნიდნენ ნივთებს. ქუთაისის კორესპოდენტი იყო გიორგი ღოღობერიძე.

წელი:
1867
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
თანამდებობა
წყარო:
დროება, 1866 | 1 აპრილი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36104; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .