საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36466

ფაქტი 36466

1867 წლის 24 აპრილს ამიერკავკასიის საკრედიტო დაწესებულების განკარგულებით აუქციონზე იყიდებოდა გიორგი, სვიმონ და ალექსანდრე აბაშიძეების მამულები, რომლებიც მდებარეობდა თელავის სოფლებში – იყალთოსა და რუისპირში. მათ წაერთვათ მამულები იმის გამო, რომ ვერ დაფარეს საკრედიტო დაწესებულებიდან გამოტანილი სესხი (8000 მანეთი).


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36466; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .