საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36632

ფაქტი 36632

1922 წლის 17 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს მოსამსახურე პირების თხოვნა, რომ მათი კუთვნილი გასამრჯელოთი შეეძინათ სურსათი. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძემ, ანა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ და პავლე დავითის ძე საყვარელიძემ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36632; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .