1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ 30 მარტს, კვირას, არწუნისეულ თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების სასარგებლოდ გაიმართებოდა სალიტერატურო საღამო, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ: გაბუნია, მ. მ. საფაროვისა, რაფიელ დავითის ძე ერისთავი, აკაკი როსტომის ძე წერეთელი, პეტრე იოსების ძე უმიკაშვილი, არისტოტელე (არისტო) ვასილის ძე ქუთათელაძე, ნიკოლოზ იაკობის ძე ავალიშვილი (ავალოვი), ქ. აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამყრელიძე (აწყურელი), ვალერიან ლევანის ძე გუნია და ქართული ხორო. ანტრაქტებს მუსიკალურად გააფორმებდა საზანდარი. დასაწყისი იყო 8 საათზე, ბილეთები კი – ამავე თეატრის სალაროში იყიდებოდა.

წყარო: ივერია, 1886 | 28 მარტი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა