საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3698

ფაქტი 3698

1919 წლის 22 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხი: წიგნის გამომცემელი სექციის დადგენილების თანახმად შეეძინათ შიო არაგვისპირელის ყველა მოთხრობა ერთი გამოცემისათვის და ჰონორარის სახით ავტორისთვის 1500 მანეთი მიეცათ. გამგეობამ ეს დადგენილება დაამტკიცა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3698; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .