საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3700

ფაქტი 3700

1919 წლის 22 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოსე ზელცერის წინადადება, თავისი წარმომადგენელი გაეგზავნა ოდესაში, სადაც შესაძლებელი იყო ბევრი ქაღალდის შეძენა წიგნების დასაბეჭდად. იქვე შეიძლებოდა სტამბის შეძენაც. ზელცერი პასუხისმგებელი იყო ქაღალდის ოდესიდან ჩამოტანა-ჩაბარებაზე. გამგეობამ წინადადება მიიღო და ეს საქმე სამწიგნობრო კომისიას მიანდო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3700; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .