საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3720

ფაქტი 3720

1919 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს იპოლიტე ვართაგავას მოხსენება საბავშვო წიგნების გამოცემის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, გამოეცა შიო მღვიმელის ნაწერები სამ ნაწილად. ავტორთან ტექსტების შეძენაზე მოლაპარაკება ლუარსაბ ბოცვაძეს დაევალა, ხოლო მათი გამოსაცემად და თითოეული წიგნისათვის ობიექტური წინასიტყვაობის მომზადება – იპოლიტე ვართაგავას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3720; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .