საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3741

ფაქტი 3741

1919 წლის 15 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მგოსან ნინო ორბელიანის დაკრძალვის საკითხი. ის გარდაიცვალა 11 მარტს. ჭირისუფლები არ გამოუჩნდნენ. ქალთა წრის გამგეობამ ქშწკ-ის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას წინადადებით მიმართა, ეკისრა განსვენებულის დაკრძალვა ქართველ მოღვაწეთა პანთეონში და საჭირო ხარჯიც გაეღო. გამგეობამ 500 მანეთი გამოყო, მაგრამ პანთეონში დაკრძალვაზე უარი თქვა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3741; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .