საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3759

ფაქტი 3759

1919 წლის 15 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი ილიასეული სახლის შესახებ. ხსენებული სახლი დაქირავებული აქვს ზ. დავითაშვილს, რომელიც იხდის ქირას თვეში 60 მანეთს, თვითონ კი, როგორც ამ სახლის გამგემ ირ. რამიშვილმა განაცხადა, ღებულობს 200 მანეთს. გამგეობამ გადაწყვიტა, წინადადება მიეცეს ზ. დავითაშვილს, სახლის გამგე რამიშვილის საშუალებით დაცალოს სახლი ერთი თვის განმავლობაში.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3759; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .