საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3793

ფაქტი 3793

1919 წლის 29 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი სავანე პანთეონის მოაჯირის შეკეთების შესახებ. მოაჯირის შეკეთებაში თხოულობდნენ 300 მანეთს. გამგეობამ დაადგინა, მოაჯირის შესაკეთებლად გადაიდოს პანთეონის თანხიდან 300 მანეთი. დაენიშნოს ადგილობრივი ეკლესიის მცველს (დარაჯს) ყოველთვიურად გასამრჯელო, რომლის რაოდენობის გამორკვევა მიენდოს პანთეონის გამგე გ. ნ. ყაზბეგს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3793; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .