საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3815

ფაქტი 3815

1919 წლის 29 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი ქარვასლის მართვა-გამგებლობის შესახებ. ითხოვდნენ 1-ლი იანვრიდან ქ. შ. წ. კ. გ. ს. გამგეობის საჭიროებისთვის დაჭერილი ოთახების ქირად თვეში 720 მანეთის ნაცვლად 344 მან. და 50 კაპ. გადაეხადათ. გამგეობამ საკითხის განხილვა გადადო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3815; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .