საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3975

ფაქტი 3975

1920 წლის 24 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს დამფუძნებელი კრების საბიბლიოთეკო კომისიის მომართვა: დამფუძნებელი კრების ბიბლიოთეკის გამგეობა დაინტერესებული ყოფილა მეცნიერული წიგნების სამართლიანი განაწილებით საქართველოს სხვადასხვა მეცნიერულ დაწესებულებებში. ბიბლიოთეკის გამგეობა ითხოვდა აკადემიკოს ბროსეს თხზულებების ყველა ეგზემპლარის ფრანგულ ენაზე გადაცემას ფასით. ხელს აწერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3975; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .