საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3976

ფაქტი 3976

1921 წლის 18 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს რაჭის მაზრის ერობის რწმუნებულის თხოვნა, ნისიად გადაეცათ ქ.ონის წიგნის მაღაზიისთვის სხვადასხვა სასწავლო ნივთები: 300 ცალი დედა ენის პირველი ნაწილი, 2000 ცალი – მეორე ნაწილი, 500 ცალი სხვადასხვა რვეული და 50 კომპლექტი ყველა მათ მიერ გამოცემული სახელმძღვანელოები მასწავლებელთათვის. გამგეობამ გადაწყვიტა ასი ათასი (100.000) მანეთის წიგნების ნისიად გადაცემა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3976; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .