1921 წლის 18 იანვარს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქ. შ. წ. კ. გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლიხაურის თემის გამგეობის მოხსენება 1919 წლის 28 სექტემბრის სხდომაზე თემის საბჭოს მიერ საზოგადოების განყოფილების ლიკვიდაციის შესახებ. თემის საბჭომ განყოფილების მიერ გახსნილი სამკითხველო თემის სამკითხველოდ აქცია, რომლის ხარჯებიც სამზარო ერობის მიერ დამტკიცებულ თემის ხარჯთაღრიცხვის ანგარიშში შეიტანეს. სამკითხველოს საქმეს განაგებდა საბჭოს მიერ არჩეული სექცია, რომელშიც საბჭოს წევრებიდან სამი წევრი შედიოდა. მათი ცნობით, განყოფილებას ოსმალეთის შემოსევის შემდეგ მხოლოდ ხუთი ქართველი მწერლის სურათი დარჩა. განყიფილებამ საბჭოს დადგენილება მათ ლიკვიდაციასთან დაკავშირებით მოახსენეს ქ. შ. წ. კ. გამავრცელებელ საზოგადოებას, მაგრამ როგორც ჩანს მათ ეს არ მიუვიდათ. 1921 წლის პირველ თებერვალს კარიჭაშვილის ხელმოწერით ეს საკითხი ცნობად მიიღეს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი