1921 წლის 18 ინავარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ზესტაფონის განყოფილების ყოფილი თავმჯდომარე 9 დეკემბრის N432 ცირკულიარულ მიმართვაზე აცნობებს, რომ განყოფილებამ მთელი თავისი ქონება: ბიბლიოთეკა, სამკითხველო, გადამწვარი თეატრის შენობა მიწით და მაზრაში არსებული სამკითხველოებით შორაპნის სამაზრო ერობას გადასცა.ზესტაფონის განყოფილებას მოლაპარაკება თავისი ქონების შორაპნის სამაზრო ერობისთვის გადაცემის თაობაზე წინასწარ ჰქონდა ქ. შ. წ. კ. გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობასთან, საიდანაც თანხმობა მიიღო. ყოფილი გამგეობის წევრები ისედაც ჩართულები იყვნენ საერობო სამუშაოში, ეწეოდნენ კულტურულ მუშაობას და ამით ხელს უწყობდნენ მაზრაში ხალხის განათლებისა და გათვითცნობიერების საქმეს. ყოფილ გამგეობის წევრებს არსებულ პირობებში ზედმეტად მიაჩნდათ გაუქმებული განყოფილების აღდგენა და მისი მოქმედების განახლება.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი