1921 წლის 18 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ცინკოგრაფი სოგომონიანი ია კარგარეთელის „საბავშვო სიმღერების" კრებულისთვის საჭირო კლიშეების დასამზადებლად 397,800 მანეთს (ავანსად 60 000 მან.) სთხოვდა. მთავარმა გამგეობამ პრეზიდიუმს დააავალა გაეგოთ რკინიგზის სტამბის კლიშეების ფასის პირობები. სოგომონიანისთვის კი, თუ საჭირო იქნებოდა კლიშეების იქ დამზადება, მიეცათ 60 000 მანეთი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი