საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3997

ფაქტი 3997

1919 წლის 12 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ავლაბრის კულტურულ-განმანათლებელი წრის თხოვნა ბიბლიოთეკის მათთვის სრულად გადაცემის შესახებ. გამგეობის ცნობით, ბიბლიოთეკა 6 თვის განმავლობაში უმოქმედოდ იყო, მას ვერ უძღვებოდა ვერც ადგილობრივი წრე და ვერც თბილისის განყოფილება. საკითხი განსახილველად თბილისის განყოფილების გამგეობას გადაეცა. მთავარი გამგეობა ბიბლიოთეკის წრისთვის გადაცემის წინააღმდეგი არ იყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3997; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .