საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4016

ფაქტი 4016

1921 წლის 22 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მთავარი გამგეობის თავმჯდომარისა და წიგნსაცავის მუზეუმის გამგის დ. კარიჭაშვილის მოხსენება. მთავრობის წინადადების თანახმად, გაძარცვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად მუზეუმის ოქრო-ვერცხლის ნივთები და ზოგიერთი იშვიათი ხელნაწერი დასავლეთ საქართველოში უნდა გაგზავნილიყო. ექსპონატები ჩალაგებული იყო სამ ყუთში (თან ერთვოდა სია). გაძარცვის საფრთხე გაჩნდებოდა, თუ ქართულ ჯარს ტფილისიდან გასვლა მოუწევდა. გამგეობამ მოხსენება ცნობად მიიღო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4016; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .