1918 წლის 31 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმის თხოვნა საბჭოს კანცელარიისთვის საბეჭდი მანქანის დროებით თხოვების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა მათი თხოვნა დაეკმაყოფილებინა. დადგენილებას ხელს აწერენ: გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ი. გიორგობიანი და თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომების ოქმები | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი