1918 წლის 16 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქტორის, ანასტასია წერეთლის თხოვნა გიორგი წერეთლის თხზულებების „ჩვენი ძველი გმირების“ და „ლომკაცის“ დათმობის შესახებ. მას კლიშეები ჰქონდა, ჰონორარისა და სხვა პირობების შესახებ წიგნის გამომცემელ სექციას ცალკე შეუთანხმდებოდა. გამგეობამ დაადგინა, ეს საკითხი გადასაწყვეტად წიგნების გამომცემელი სექციისთვის გადაეცა. დადგენილების ოქმს ხელს აწერენ: გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე და იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომების ოქმები | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი