1924 წლის 31 მარტს საიდუმლო განყოფილების უფროსს, მოროზს დაკავებულებმა: ბაკურაძემ, ხატიაშვილმა, ზაუტაშვილმა, გაჩეჩილაძემ და გაგნიძემ მიმართეს განცხადებით, რომელშიც გამოთქვამდნენ სურვილს, გადასულიყვნენ საბჭოთა ხელისუფლების პლატფორმაზე და ითხოვდნენ მოლაპარაკებას სეით დევდარიანთან. საქმეში არ ჩანს, რით დამთავრდა ეს წამოწყება.

წყარო: ამბროსი ნიკოლოზის ძე გაჩეჩილაძის საქმე | N2247
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა:ქართულ-რუსული
დაცულია: საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი