საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4130

ფაქტი 4130

1919 წლის 7 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სარევიზიო კომისიის 11 მაისს დანიშნული კრების გადადების საკითხი, რადგანაც ვერ მოესწრებოდა წლიური ანგარიშის განხილვა. გამგეობამ შეუძლებლად სცნო კრების გადადება, რადგან ის წესდების ძალით თავის დროზე იყო გამოცხადებული და პროვინციებიდან რწმუნებულები ჩამოდიოდნენ. გამგეობამ ჩათვალა, რომ ანგარიშის განხილვა შეუმოწმებლად შეიძლებოდა და საჭოროებას წარმოადგენდა საზოგადოების სამოქმედო გეგმისა და მთავრობისგან სუბსიდიის გამოთხოვის საკითხების განხილვა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4130; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .