საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4134

ფაქტი 4134

1919 წლის 10 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს წერაქვის სკოლის მასწავლებელის, მარიამ ღიბრაძის თხოვნა, წერაქვში შექმნილი საერთო მდგომარეობის გამო საზოგადოების რომელიმე სკოლაში თავისუფალ ადგილზე დაენიშნათ. გამგეობის ცნობით, თავისუფალი ადგილი იყო ბორჩალოს სკოლაში, სადაც იანვრიდან სწავლა არ წარმოებდა პედაგოგ აბდუშელიშვილის ავადმყოფობის გამო. გამგეობის გადაწყვეტილებით, მარიამ ღიბრაძე უნდა გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან და მიეცათ მისთვის სალიკვიდაციო ერთი თვის ჯამაგირი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4134; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .